|
2019-02-19 16:01:54, 988 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას "ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში; :2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში გამართული შეხვედრის ფარგლებში; ითვალისწინებენ რა 1994 წლის 21 იანვარს, პარიზში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს; იღებენ რა მხედველობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ორმხრივი თანამშრომლობის შთამბეჭდავ დინამიკას; ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას; აცხადებენ „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ვაჭრობის და ეკონომიკის; ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში; აღნიშნული დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; დიალოგი ჩატარდება წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში; ხელმოწერილია პარიზში, 2019 წლის 19 თებერვალს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია", - აღნიშნულია თანამშრომლობის დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. დიმიტრი ამილახვარი, რომლის სახელსაც ატარებს ქართულ-ფრანგული დიალოგის შესახებ თანამშრომლობის დეკლარაცია დაიბდა 1906 წელს. 1921 წლამდე სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ემიგრაციაში ყოფნისას გახდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიაში. 1942 წელს გმირულად დაიღუპა ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საპატიო ლეგიონის უმაღლესი ორდენი.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)