|
2019-02-14 11:28:03, 1236 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი მკვლევარი: ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება
„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარის ლუკ კოფის განცხადებით, ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება,- ამის შესახებ მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. მასალაში ნათქვამია, რომ რეგიონის ქვეყნებისა და დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს ბოლო დროს რუსეთისა და თურქეთის დაახლოება აშფოთებს. თუმცა ლუკ კოფი ფიქრობს, რომ ამ პროცესებს საქართველოზე ძლიერი უარყოფითი გავლენა ვერ ექნება და რუსეთ-თურქეთის ისტორიული წარსული და რეალობა მათ კონკურენტების პოზიციაში უფრო აყენებს, ვიდრე - მეგობრების. გარდა ამისა, თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და კრემლის მიერ ყირიმის ოკუპაციაზეც საუბრობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დასავლეთთან კი პირიქით, დაძაბულობის გაზრდის მიუხედავად, ანკარა რუსეთი-უკრაინის კონფლიქტში მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს: ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ქერჩის სრუტეში უკრაინელ მეზღვაურებზე რუსული მხარის თავდასხმის და დაპატიმრების შემდეგ კი, თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გაააქტიურეს საუბარი. იანვარში თურქეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა თურქეთისგან 6 უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-ს” იყიდის. ორ ქვეყანას შორის კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი დოლარია. „რუსეთი-თურქეთის დაახლოების შესახებ საქართველოს კონტექსტში სავსებით მშვიდად ვიქნებოდი. თურქეთსა და რუსეთს ყოველთვის ჰქონდათ კონკურენცია, ზოგჯერ კონფლიქტიც კი სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ირგვლივ. ამ ორი ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობა ისაა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ძალიან ახლოს. ვფიქრობ, ეს ხანმოკლე ჩართულობაა და მომავალში ვნახავთ, რომ თურქეთი თავის ძველ, ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მისი კონკურენტია. არ მგონია ამ სიახლოვეს დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს მომავალზე“, - ამბობს ლუკ კოფი.
სრული მასალა იხილეთ ბმულზე.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)