07:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 09:33:18, 3254 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პომპეო - პუტინის თავდასხმა საქართველოსა და უკრაინაზე არის ღია გამოწვევა

პუტინის თავდასხმა საქართველოსა და უკრაინაზე არის ღია გამოწვევა, ჩვენს უსაფრთოებაზე, დემოკრატიაზე და ჩენი ცხოვრების წესზე - ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა,
სახელმწიფო მდივანი,  პოლონეთში განთავსებულ ნატოს ბაზას ეწვია, სადაც ნატოს რეფორმირების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მან ასევე დასძინა, რომ პუტინი მრავალი წელია ევროპაში ღია ომს ეწევა.
" ვლადიმერ პუტინი მრავალი წელია ომს ეწევა საქართველოსა და უკრაინაში, ამ ომს ჩვენ სერიოზულად ვაფასებთ, ასევე სერიოზულად ვეკიდებით საფრთხეს იმის შესახებ, რომ ერთ დღეს პუტინი ფრონის ხაზს პირდაპირ აქ გახსნის. ამ საფრთხეების გათვალისწინებით ნატო დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს. რუსეთს აქვს დიდი გეგმა ევროპაში დომინირებისთვის, ვლადიმერ პუტინი ცდილობს გახლიჩოს ნატო, შეასუსტოს აშშ და ჩაკლს ევროპული დემოკრატია. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე და უკრაინაზე, არის ღია გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ცხოვრების წესის", - განაცხადა მაიკლ პომპეომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics