16:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 18:02:26, 566 ნახვა

რეგიონი
აჭარაში განათლების და ტექნოლოგიის სფეროში ესტონეთის მოდელს გაიზიარებენ

მთავრობის თავმჯდომარის ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ტალინის უნივერსიტეტის რექტორთან ტიიტ ლანდთან, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის TalTech-ის ვიცერექტორთან ჰენდრიკ ვოლთან და ინოვაციებისა და ბიზნეს ცენტრის „MEKTORY" წარმომადგენლებთან. შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის მხრიდან ესწრებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა  ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ,,ჩვენი ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ როგორც მათი კონკრეტული მიზნების მიღწევაში, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სამსახურში." - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნება ტექნოპარკი, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობებს და ტურიზმს სფეროებს მიექცევა. ბათუმისა და ტალინის უნივერსიტეტებს შორის იგეგმება არსებული მემორანდუმის განახლება და ახალი მემურანდუმის ფარგლებში ონლაინ ბიბლიოთეკის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

მთავრობის მხრიდან არაერთხელ დაანონსდა, რომ განათლებული ახალგაზრდობა იქნება მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების პროცესში. ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics