2019-02-13 14:48:29, 1244 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობს.
ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების დამსახურისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი იქნებიან. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება.
პროექტის მიხედვით, საბჭოს ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი ეყოლება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდება.
ავტორი: ,