|
2019-02-13 13:54:23, 1471 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში პოლონური ინვესტიცია განხორციელდება
პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმის ფარგლებში, ცნობილი გახდა, რომ პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კერძოდ, კომპანია იმერეთის რეგიონში, ქ.ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტურქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პოლონეთში გამართული ბიზნესიფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA” 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქ. პოზნანში გაიმართა. ბიზნესფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო. ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პოლონურ კომპანიებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)