|
2019-02-13 13:28:31, 1162 ნახვა
კომენტარი
მეთოფიშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსის და NGO-ების მხრიდან, მოსამართლეების მიმართ ზღვარგადასული თვითნებობა გრძელდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან მოსამართლეების მიმართ თავდასხმები გრძელდება. როგორც მეთოფილი Facebook-ის საკუტარ გვერდზე წერს, სიტუაცია ყოველდღე უარესდება. "ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ!უფრო მეტიც, სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგამგაშოა! ზოგიერთი პოლიტიკოსის (საზოგადოებას ახსოვს ალბათ ცნობილი მუქარა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით) და მაღალი რანგის საჯარო მოხელის (მაგალითად ანა დოლიძის ბოლო მუქარა: “უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს“) მხრიდან სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის ციხეში დაჭერით მუქარა მოსამარატლეების მიმარათ! საზოგადოებას ახსოვს ალბათ ამ ხალხის მოწოდებები, კერძოდ: რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები! რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! რომ უნდა დაიშალოს კონსტიტუციური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო! რომ საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს და ა.შ.. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელეს! ესენი ამბობენ, რომ არიან უფლებადამცველები....(???!!!) წარმოიდგინეთ ასეთ უფლაბადამცველს, რომ მიეცეს ძალაუფლება რას გააკეათებს??? ადრე მივმართე და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას! ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს! საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვისთვისაც დემოკრატია, დამოუკიდებლობა და კონსტიტუცია არ არის უბრალოდ სიტყვები! ბატონებო და ქალბატონებო! ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის 7 წლის თავზე, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიზირებული NGO-ების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და რომელთაც თითქოსდა ამოძრავებთ სასამართლო სისტემის ,,გაჯანსაღების“ მოტივი, განახორციელეს უპრეცედენტო თავდასხმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე! არადა, სახეზეა ცუდად შეფუთული, რეალურად მეტად შემაშფოთებელი მცდელობა - დასაჯონ სასამართლო ხელისუფლება, მოიპოვონ სასამართლო სისტემაზე გავლენები და დაიმოჩილონ მოსამართლეები! პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ისინი არ ერიდებიან არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!! შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია!
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)