2019-02-08 11:35:26, 512 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს 40 000 ლარს გამოუყოფს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მათავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 40 000 ლარი.
თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 10 000 ლარი.
(NS)
ავტორი: ,