09:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 10:41:16, 1560 ნახვა

სამართალი
პირი, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე ფარული ჩანაწერის ატვირთვას ედავება, საქალაქო სასამართლოს უჩივის

პირმა, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ატვირთვას ედავება, სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

დაკავებულის ადვოკატმა პირველ ინსტანციის სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.  როგორც ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. 

„მიგვაჩნია, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. არანაირი საფრთხე მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის არ არსებობდა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ შვიდი ბრალდებულიდან 6 გაათავისუფლა გირაოთი, იგივე ბრალდებით, იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში და ჩვენ ვთვლით, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი განხორციელდა", - განაცხადა ღურწკაიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics