03:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:40:33, 1233 ნახვა

კომენტარი
პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოს 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს, დადებითად შეაფასა. 

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა.  

“მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500 მოქალაქის მონაცემი, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics