2019-01-31 17:42:46, 1295 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა.
„ამ გადაწყვეტილებამ, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა - კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა.
იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და ეს მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს!“, - აცხადებს თალაკვაძე.
ცნობისთვის, დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ავტორი: ,