|
2019-01-31 12:38:36, 1872 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პლატფორმის საშუალებით აგენტები შეძლებენ მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. Area.ge-ზე განთავსდება ისეთი ინფორმაცია, უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი. „Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა მენეჯერმა. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge კი არის ზუსტად ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს. „საქართველოს ბანკი“ კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას“, − განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.
(R)
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)