07:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 19:05:26, 1662 ნახვა

სამართალი
ჯეკ შეფერდის დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ მოხდება

ჯეკ შეფერდის დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ მოხდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოაცხადა.

ამასთან, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ჯეკ შეპარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადირებით სარგებლობაზე.

„შემოვიდა შუამდგომლობა, რომ გარკვეულიყო, ეს პირი თანახმა იყო თუ არა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით ექსტრადაციაზე. პირმა განაცხადა კატეგორიული უარი. სასამართლო დარწმუნდა, მისი ადვოკატების პოზიციიდან გამომდინარე, რომ მას სრულად აქვს კონსულტაცია გავლილი თავის ადვოკატებთან და ეს უარი არის ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ოქმი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს. ბატონი ჯეკ სებასტიან შეპარდი უარს აცხადებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. ნებისმიერ დროს, თუკი შეიცვლის პოზიციას, მას შეუძლია, ადვოკატების მეშვეობით მომართოს სასამართლოს“, - აღნიშნა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics