05:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 13:08:52, 1539 ნახვა

კომენტარი
დათუნაშვილი: ვიცი, რომ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს - სიმართლე იზეიმებს

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგე გეგეშიძესთან თანამშრომლობას არ აპირებს, - ამის შესახებ სპორტსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ის სიმართლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 

"მე არ მქონდა სურვილი, რომ გეგეშიძე პატირობაში ყოფილიყო. უბრალოდ მოსამართლეს შეეძლო ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რომ გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დაეტოვებინა. პრინციპში ეს დროის საქმეა, მე ვიცი, რომ ის დატოვეს დაკავებულ თანამდებობას. იმის განნცხა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჩემი თანამშრომლობა გეგა გეგეშიძესთან გამორიცხულია და ამის მიზეზი ის ყველაფერია, რაც ფედერაციაში ხდება. არასწორი, ძალადობრივი მმართველობა,  სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით "ქვეყანა დაინგრევა" მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს", - განაცხადა დათუნაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics