2019-01-22 18:15:26, 1471 ნახვა
კომენტარი
მამა კონსტანტინე ჭინჭარაული: ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის განცხადებით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია.
როგორც მამა კონსტანტინემ აღნიშნა, ტერიტორიაზე დიდი პროექტის მოწყობა იგეგმება და გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწევდათ.
„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, პარკირების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა“, - განაცხადა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.
ავტორი: ,