2019-01-14 14:10:12, 2619 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო
ენმ-ს წევრი, დავით კირკიტაძე, რომელსაც გამოძიება გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი დარახველიძემ დღეს გამართულ სხდომაზე გამოაცხადა.
ამასთან, მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ავტორი: ,