2019-01-11 15:49:31, 1847 ნახვა
სამართალი
სასწრაფოს მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა 9 იანვარს მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. სასწრაფოს მძღოლს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მძღოლს ბრალი 10 იანვარს, საავადმყოფოში წარუდგინეს.
ავტორი: ,