2019-01-11 11:37:42, 1702 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, სწორედ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება განიხილება.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გუნდში ჯერ კიდევ არსებობს პოზიციების დაახლოების რესურსი.
რაც შეეხება მოსამართლეთა სიას, ცქიტიშვილის ინფორმაციით, 10-კაციანი სია შესაძლოა არ დაკორექტირდეს.
"შემადგენლობა პროცედურულად შეიძლება დარჩეს და ამას ვუყაროთ კენჭი, ან ახალი სია წარმოადგინონ ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი პროცესი წარიმართა პარლამენტში. ეს არის საპარლამენტო პროცესი და პარლამენტმა უნდა მიიღოს ადაწყვეტილება. პარლამენტი თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ავტორი: ,