08:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-08 12:37:24, 1587 ნახვა

კომენტარი
წერეთელი: მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ქვეყნის იმიჯს აზარალებს

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მოსამართლეთა კანდიდატურებზე ღიად მსჯელობაა. 

ამასთან, წერეთელი მიიჩნევს, რომ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

„საერთოდ ამ სიასთან ატეხილი აჟიოტაჟი და ზოგადად, მოსამართლეების თემა, მგონი, ძალიან აზარალებს ჩვენს ქვეყანას, იმ იმიჯს, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს, როგორც ქვეყანას რეფორმატორს და უპირველეს ყოვლისა, სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა არის დავიდარაბა იმასთან დაკავშირებით, გაიწვევენ თუ არ გაიწვევენ ამ სიას, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასეთი ვითარებაა, როცა ამდენი პრეტენზიაა, როდესაც ასეთი უკმაყოფილებაა ამ კანდიდატებთან დაკავშირებით, შეიძლება ყველასთან არა, მაგრამ ზოგიერთთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განხილული, უნდა იყოს ღია მსჯელობაც ამ საკითხზე და ამის ფორმა უნდა მონახოს ხელისუფლებამ, ეს მათი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics