10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 14:24:16, 1485 ნახვა

კომენტარი
მეთოფიშვილი - ბესელია და გოგიჩაიშვილი ცდილობენ, სასამართლო სისტემაში თავიანთი ხალხი შეიყვანონ

„ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაშვილი ცდილობენ, თავიანთი ხალხი შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და ამით სასამართლო დაიმორჩილონ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის „ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა სიას ეხებოდა.

„ეკა ბესელიას განცხადება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მომუშავე მოსამართლეები არაკეთილსინდისიერები არიან, ჩემთვის მიუღებელია. ეს არის შეურაცხყოფა, აბსურდი, რაც ისევ და ისევ, ალბათ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება. ქალბატონი ეკა ბესელია ამით ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ მის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ადის კარიერული კიბის მეშვეობით. თუ არ იმუშავა 5-10 წელი სასამართლო სისტემაში, ისე ვერ მოხვდება უზენაეს სასამართლოში. დღეს ქალბატონი ეკა ბესელია გვთავაზობს სულ სხვა რამეს, რომ ვინაიდან „არაკეთილსინდისიერი“ მოსამართლეები არიან, გამოსავალი მოიფიქრა, უზენაესი სასამართლო მხოლოდ გარედან დავაკომპლექტოთ და არა შიგნიდან. ეს არის აბსურდი, სასამართლო სისტემის შეურაცხყოფა. ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას ქალბატონი ეკა ბესელია? პასუხი ერთია, ჩემი აზრით, ის ცდილობს სასამართლო სისტემაში შეიყვანოს მისთვის მისაღები ხალხი, მისთვის სასურველი ადამიანები. ამ ეტაპზე  ვგულისხმობ ქალბატონ ეკა ბესელიას, ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს და მათნაირ პოლიტიკოსებს. ისინი ცდილობენ, თავიანთი ხალხი შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და სასამართლო სისტემა დაიმორჩილონ“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics