15:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 19:45:21, 2096 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციას, ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას

„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა, აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

კითხვაზე - როგორც ერთი დეპუტატი,  ისურვებდა თუ არა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, სუბიექტურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც გუნდი პოზიციაზე ჩამოყალიბდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics