10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 19:00:48, 1677 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე: არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს

არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მყოფმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ  საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას სასამართლო სისტემაში შესაძლო კლანური სისტემის არსებობაზე. 

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

"მე ვარ ლევან მურუსიძე ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მითხარით მე, იმიტომ რომ მე მოვედი ამ მიზნით, ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას გავცე პასუხი. სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში და ეს ურთიერთობა აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე, ამ დამოკიდებულების გამო ვიზიარებთ იმ საერთო მიზნებს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა. მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს იმ მოსამართლეებთან, რომელიც იყო ასოციაცია „ერთობის“ წევრი და ვთვლი, რომ ჩვენ ვართ თანამოაზრეები და მეგობრები ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, სასამართლო სისტემაში არ არსებობს არანაირი კლანი, სასამართლო სისტემა მიდის დამოუკიდებლობისაკენ და დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics