15:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:37:50, 1800 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე - ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ არ არსებობს, ის არის სიმბოლო ძველი გვარდიის

„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქართველოს მართლმსაჯულება შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში არ ჩავარდეს.

 „ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის, მებრძოლი ძალის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერი შექმნა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც მე სიცხიანი ჩამოვედი იმიტომ, რომ ეკასთან ერთად ვიყო, მე მგონია რომ ეკა ბესელიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ეს სურვილი და დაკავშირებული არ არის მის კერძო სიმპათიებთან. ეს არის სურვილი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მომავალთან  და იმასთან რომ იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ ჩავარდეს შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics