10:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:31:48, 1672 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე - ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა.

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მეუფე პეტრეს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით  ჰკითხეს და დაინტერესდნენ, რა მოლოდინი ჰქონდა როდესაც ყოფილი პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს.

„ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. ის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ამის შემდეგ, დეკანოზის უფლებადამცველებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს, თუმცა 27 სექტემბერს, მამალაძემ შეწყალებაზე უარი მიიღო. მაშინ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განმარტა, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით შეისწავლეს, თუმცა კომისიამ პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა: "გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics