|
2018-12-25 17:40:26, 1530 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს: რატომ გააყალბეთ არჩევნები?!
„მე დღეს თქვენ, როგორც ქალაქის მერს და როგორც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს, გისვამთ ერთადერთ კითხვას - რატომ გააყალბეთ არჩევნები?!“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე. ნადირაძემ დედაქალაქის მთავრობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა. „ჩემი პირველი კითხვა საცობებს ეხება. რატომ მწვავდება ყოველდღე საცობების პრობლემა, მაშინ როდესაც იძახით თქვენ, რომ ძალიან ბევრს აკეთებთ ამ მიმართულებით. ხომ არ არის ეს თქვენი არასწორი მუშაობის ბრალი? პარკინგები ახსენეთ და თქვენს ჩამონათვალში ვერ მოხვდა მრავალსართულიანი პარკინგი ერთიც კი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად რომ გადაეცით, ისიც კი არ აგიშენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ „სითი პარკი“ გაიყვანეთ, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. მორიგი კითხვა ავარიულ კორპუსებს უკავშირდება. რატომ აღარ არის თქვენი პრიორიტეტი ავარიული კორპუსების გამაგრება? როდესაც დავით ნარმანია და „ქართული ოცენბა“ ადგილობრივ ხელისუფლებაში მობრძანდით, სიმბოლურად 41 მილიონი გქონდათ ჩადებული და დღეს ამის ნახევარსაც კი აღარ აფინანსებთ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც ფაქტიურად დგას ეს ე.წ. ღამის ეკონომიკა ქალაქში. თვლით თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი და როგორ ფიქრობთ, ერთი ავტობუსი რომ დადის პარასკევი-შაბათი-კვირა ახმეტელიდან ვარკეთილამდე ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას? ბიუჯეტზე მინდა გითხრათ, მაშინ როდესაც დედაქალაქში ამდენი მწვავე ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემაა, როდესაც ბევრ ადამიანს უჭირს და ვალებით იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც კი, რატომ გადაწყვიტეთ თქვენ, რომ მომავალ წელს გაზარდოთ ბიუროკრატია და მათ შორის სახელფასო ფონდი თქვენი თუნდაც რიგითი თანამშრომლების ფულადი ჯილდოებისთვის. რაც შეეხება ტაქსტების რეგულაციებს, ამ ადამიანებს ძალიან უჭირს და თქვენი გადაწყვეტილებით ჯიბეში უყოფთ ხელს. იმ მცირე ლუკმაში გინდათ ჩაეცილოთ, რომლითაც ოჯახებს არჩენენ. ასევე მინდა გკითხოთ, რატომ აგრძელებთ დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას, როდესაც ტენდერის გარეშე ათეულობით მილიონ ლარიან ტენდერებს აკონტრაქტებთ, თან მაინდამაინც ისეთ კომპანიებთან, რომლებიც გვევლიანებიან შემდგომში „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერებად და დამფინანსებლებლად. თქვენ გამოჩენასთან ერთად რატომ გამოჩნდა მილანური თუ იტალიური კომპანიები, რომლებიც ასევე ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით იღებენ ამ ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს. ძალიან ბევრი მწვავე კითხვაა, თუმცა, ყველა ამ კითხვის დასმას ალბათ აზრი ეკარგება და დღეს მაქვს ერთადერთი შეკითხვა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ რომ არ გვაქვს ჩვეულებრივი მდგომარეობა არც ქალაქში და არც ქვეყანაში, ამიტომ მე დღეს თქვენ, როგორც ქალაქის მერს და როგორც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს, გისვამთ ერთადერთ კითხვას - რატომ გააყალბეთ არჩევნები?!“, - მიმართა ნადირაძემ კალაძეს. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)