|
2018-12-25 15:33:32, 1283 ნახვა
კომენტარი
ქობულია ოპოზიციას - თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი
„მე ვთქვი, რომ ხალხს მეტად უჭირს, მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა „ნაციონალური მოძრაობის" დროს. თუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს უფრო ნაკლებად უჭირდა ხალხს, ეს არის ტყუილი“, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა" და „დემოკრატიული საქართველოს" წევრებს. „ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ გაიგო ბევრმა რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი - საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. მაგრამ რადგანაც ხალხს დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ხალხისთვის სიტუაცია არ იოლდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევა არის ნომერი პირველი ამოცანაა და მის დასაძლევად ბევრად მაღალი ტემპი გვჭირდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)