|
2018-12-25 12:53:53, 1403 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე - კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებული არ არის
„შს მინისტრმა წინა კვირას გვითხრა, რომ პასუხი არ აქვს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მივიღოთ დადგენილება, რომელშიც სამი მთავარი რეკომენდაცია ცალკე იქნება გამოყოფილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კაპანაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, იმის მიუხედავად, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომზადებული რეკომენდაციები კანონმდებლებმა ჩააგდეს, საკითხი პლენარულ სხდომაზე მაინც გავა. „ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს ამ თემას დადგენილების სახით და სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის რეკომენდაციების ცალკე განიხილოს და თხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურტურას, რომ ამ სამი რეკომენდაციის შესრულებაზე წარმოადგინოს ანგარიში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ამასთან, კაპანაძე აღნიშნა, რომ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ძირითადი რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის წარდგენა უნდა სთხოვოს. „რეკომენდაციები შესრულებული არ არის. შს მინისტრმა წინა კვირას გვითხრა, რომ პასუხი არ აქვს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მივიღოთ დადგენილება, რომელშიც სამი მთავარი რეკომენდაცია ცალკე იქნება გამოყოფილი. მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არის მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანის ქმედებებში უამრავი დარღვევა გამოკვეთა, დაწყებული ცრუ ჩვენების მიცემით, დამთავრებული საგამოძიებო პროცესში არასათანადო ჩარევით. მესამე არის შსს-სა და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა“, - აღნიშნა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)