14:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 09:05:30, 1636 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკო-ში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე გამართა.

სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს და თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე ისაუბრეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის როლზე გაამახვილეს ყურადღება და საარჩევნო პროცესების მენეჯმენტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, დღეს, 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით მიიღებს  შეთავაზებებსა და ბიოგრაფიებს დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით. 

ამასთან, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც გაგრძელდება.

"შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ "საარჩევნო კოდექსთან" და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობა გაგრძელდება. შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული ფორმატი კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება, კანდიდატურებს, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას დღის ბოლოსთვის, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს განსახილველად  ცესკოს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics