18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 18:28:43, 1513 ნახვა

სამართალი
შსს: არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, უწყებამ გუშინ კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სიტუაციის განმუხტვის შემდეგ მომხდარის დეტალური შესწავლა დაიწყო.

როგორც ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე დაიწყო, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

"გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ბორცვაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics