11:00 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:41:03, 647 ნახვა

რეგიონი
„National Georgraphic Traveler“ - აჭარა უფრო მეტია ვიდრე ზღვა

„National Geographic Traveler“ ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. „ფიქრები საქართველოზე“ ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე. 

“წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით...... და ბოლოს გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში. აჭარას გააჩნია ეს ყოველივე და უფრო მეტიც“ - ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელიც პოლონური გამოცემაში გამოქვეყნდა. მასალაში აჭარა წლის ოთხივე სეზონზეა განხილული თავისი საზღვაო კურორტით, ვენახებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. 

“National Geographic Traveler“ -მა 2018 წლის განმავლობაში აჭარას ჯამში სამი საინტერესო სტატია მიუძღვნა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი წელს ასევე,  წარმოდგენილი იყო გამოცემის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics