11:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 12:59:05, 1082 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა

ველისციხესთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს შორის სიტყიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელიამ  საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელისგან მოითხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ არ აძლევენ აქციის მონაწილეებს თელავში შესვლის უფლებას და რატომ დგას ავტობუსების ბარიკადები.

„რა უფლებით მიზღუდავ გადაადგილებას“, - მიმართა ნიკა მელიამ თეიმურაზ კუპატაძეს.

თეიმურაზ კუპატაძემ კი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს მიმართა, რომ თელავში წასვლის მხრივ პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ ყვარლის მიმართულებით გადაადგილება, ხოლო გზა ველისციხესთან უსაფრთხოების ზომების ფარგლებში იყო ჩაკეტილი.

„მარშრუტი იყო დაანონსებული, საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, არ სურთ, რომ წავიდნენ მიმართულებით. ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში“, - განაცხადა კუპატაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics