15:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:58:00, 1342 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული მოთამაშე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

„კაპიტალის ბაზარი, როგორც წესი, პატარა ქვეყნებში ცოტა უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ  ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაქსიმალურად შევამციროთ ბარიერები, რათა უფრო სწრაფად დაცულად, იაფად ხდებოდეს ტრანზაქცია. საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრისთვის და ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებისთვის.  ამ მხრივ,  ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს ბაზარი განვითარდეს. თუმცა, რასაკვირველია, გადამწყვეტი არის მასშტაბი, ქვეყნის ეკონომიკა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონული მოთამაშე როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ,  კარგი დიდი პოტენციალი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics