15:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 17:12:06, 1332 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„გიორგი მარგველაშვილს ეწურება  უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში, ის ცდილობს რაღაცნაირად, თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით, კუდი მოიქნიოს - ეს არ არის ღირსეული საქციელი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია „ნაცმოძრაობასთან" კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, ანუ, რას გულისხმობს პრეზიდენტი",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებასაც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრად „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. დღეს გამარჯვებულია „ქართული ოცნება", მისი თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა ის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერმინისტრი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაც კი  ვერ გაბედა.

„რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭებული", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics