08:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 14:55:15, 1556 ნახვა

ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 12 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.00 პროცენტს შეადგენს.

2018 წლის დასაწყისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, ძირითადად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ქვემოთ ნარჩუნდება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. როგორც წინა სხდომებზე გაცხადდა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ეს პროცესი ნელი იქნება, რაც რეგიონში არსებული რისკების ინფლაციაზე შესაძლო გადმოცემას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები შემცირდა, ინფლაციის პროგნოზზე მოქმედი გაურკვევლობა კვლავ სახეზეა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.

საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები გრძელდება. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 20 პროცენტით გაიზარდა. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ფულადი გზავნილების შემოდინებებშიც (წლიური ზრდა 16 პროცენტი). ასევე მაღალია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც, რაც მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს. წინასწარი შეფასების ინდიკატორები ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 30 იანვარს გაიმართება.
 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics