|
2018-12-11 14:28:39, 1327 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში", რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად მომზადდა. პრეზენტაციას ტურიზმის სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სექტორია საქართველოში, შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კვლევა არის მნიშვნელოვანი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. მისი თქმით, კვლევა მოიცავს ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელთა შეფასებებს დასაქმებულთა პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია დღეს არსებული დასაქმების სტრუქტურის ზუსტი სურათის დასანახად. „დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რათა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების მიმართულებით და სრულად ვუპასუხოთ შრომის ბაზრის გამოწვევებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას. კვლევის შედეგად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შესწავლილ იქნა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა ძირითადი მახასიათებლების, კერძოდ: ქვე-სექტორების, პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, განათლების მიღწეული დონისა და სქესის მიხედვით; დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა; საწარმოებში არსებული და გამოცხადებული ვაკანსიები პროფესიული ჯგუფების მიხედვით; დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების კუთხით; პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები და გამომწვევი მიზეზები. კვლევის დროს გამოიკითხა 1000 საწარმოს წარმომადგენელი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,5 პროცენტით მეტია. აქედან, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა თბილისში, შემდეგ აჭარასა და იმერეთში. კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37 პროცენტი), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32 პროცენტი) და განთავსება (26 პროცენტი). კვლევაში დეტალურადაა განხილული ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის საკითხი. ამ მიმართულებას ყველაზე მეტი გამოხმაურება მოყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)