15:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 18:30:22, 2077 ნახვა

სამართალი
გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

როგორც გოგოჭურის ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი აქვს ბრალი ჯგუფურად იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, თუმცა, მათივე თქმით, საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და არ გამორიცხავენ, ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.

„საქმე, რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს... ჯერ დადგენილი არ არის ვისია იარაღი და უკვე ჯგუფურია ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ გირაო მოსამართლემ არ შეუფარდოს და აუცილებლად შეუფარდოს მას პატიმრობა. მე აქ უფრო პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 6 დეკემბერს დააკავეს. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics