|
2015-06-15 10:28:17, 1236 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებენ
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. სომხეთის პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების გამო. სერჟ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა . ქართველს კოლეგას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ოვიკ აბრამიანი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში თანადგომა აღუთქვა. აბრამიანმა სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა დაავალა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს სამძიმრისა და დახმარების მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)