10:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 11:20:29, 654 ნახვა

რეგიონი
იმირასანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვემო ქართლში 2600 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.

   შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა  ბოლნისში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.  

პროექტის ფარგლებში,  მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის  ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები. 

რეაბილიტირდება  იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი. არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით.    სამუშაოები 2 ლოკაციაზე მიმდინარეობს.    მიწის  ტრაპეციული არხი, რომელიც სოფელ ჭაპალას მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, შეიცვლება  ბეტონის მართკუთხა ფორმის არხით. არხზე ასევე, მოეწყობა წყალაღების კვანძი,  წყალაღების კვანძი შემტბორავით, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და  საფეხმავლო ხიდები.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ  სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.

 საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის მხარეში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაცო პროექტი განახორციელა, რომლის შედეგად, დამატებით 23 473 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდა წყალუზრუნველყოფილი,  ხოლო წყლის მიწოდება  22 517 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics