10:05 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:18:55, 509 ნახვა

რეგიონი
წაბლანის 60-ამდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება

შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამოდენიმე პროექტი ხორციელდება.

მათ შორისაა, წაბლანაში მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60-ამდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას. 

წაბლანელებს წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც წლებია აწუხებს და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდის წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდება.

სოფლის მოსახლეობისთვის წყლის მოყვანა ღომას მთიდან ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,, გორა+ აწარმოებს. პროექტის ღირებულებაა 29 984 ლარი.

ამ დროისათვის მიდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და წყლის მილების ჩაწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა და გამანაწილებელი აუზი.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics