2018-12-02 09:38:23, 1350 ნახვა
სამართალი
შსს - რუსთაველზე, ენმ-ის აქციაზე საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავს.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
ავტორი: ,