12:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 13:42:23, 1283 ნახვა

სამართალი
შსს-მ წითელ ხიდთან ტაქსის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - ერთი პირი დაკავებულია, ორს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წითელ ხიდთან მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი, გრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოსა და სოფელ ხანჯიგაზლოს მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს - შ.მ.-ს, ფ.ა.-ს, ზ.ა.-ს და ა.გ.-ს სამი მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც,  იარაღის მუქარით, 800 000 რუსული რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე თავდამსხმელის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი - რ.გ. დააკავეს, დანარჩენების დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაყაჩაღარი თანხის დიდი ნაწილი ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics