|
2018-11-28 15:45:00, 1531 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ
„არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც დღეს მუშაობენ, მოუწოდა, თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცენ, არჩევნებზე მივიდნენ და თავიანთი ნება გამოხატონ. ჩუგოშვილი დარღვევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებსაც გამოეხმაურა: „მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასიურ ფაქტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ასევე, მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება. საერთო ჯამში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი. ამომრჩეველს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში თუ ჩვენს აქტივისტებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თუკი დარღვევას დააფიქსირებენ, ეს წერილობით იქნას დაფიქსირებული და მიაწოდონ ეს ინფორმაცია დამკვირვებლებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)