|
2018-11-28 12:52:58, 1036 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას
"სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემგგანაცხადა. კობახიძის შეფასებით, არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში წარიმართება. "სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან. ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც აქვს უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. კერძოდ, ნაცმოძრაობის აქტივისტები, ჩამოგითვლით სახელებს და გვარებს - მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე , გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი, ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)