01:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 15:19:54, 1433 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება. აქციაში მაჩალიკაშვილის მშობლები, ასევე შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე მონაწილეობენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

"ჩემს სიცოცხლეში არ ვიფიქრებდი 10 იანვარზე მძიმე დღე თუ დამიდგებოდა, მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელიც მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უჭირთ საუბარი იმიტომ, რომ ამათ მოკლეს ბავშვი თავსი მშობლების წინ, მძინარე. როგორც რამდენიმე დღის წინ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ აქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს." -განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზაზა სალარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics