23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 13:13:10, 1481 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი არჩევნების შუა კვირაში დანიშნვაზე: ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის შეფასებით, საქართველოშო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშნვა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. 

როგორც ლინკევიჩუსმა განმარტა,  საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის მორიგი ტესტია.  

„არჩევნები ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი გამჭვირვალობის კუთხით, როგორ არის ორგანიზებული რეფორმების გატარება, რომელიც შეუქცევადი უნდა იყოს. რადგან ხელისუფლების შეცვლამ ან არ შეცვლამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა რეფორმების მოტივაციაზე. კერძოდ, რასაც ველით საქართველოსგან ევროინტეგრაციის თუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით - პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება ამას სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ტესტი კი საკმაოდ გადამწყვეტია. თარიღი ჩვენთვის ცოტა არ იყოს სიურპრიზია. რადგან რბილად რომ ვთქვათ, შუაკვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი რამდენად შეუწყობს ხელს ეს ხმის მიცემის პროცესში თავისუფალ და გამჭვირვალე მონაწილეობას. ეს ნამდვილად გარკვეულ ეჭვებს ბადებს“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა "კურიერის" ეთერში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics