23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 15:16:41, 1614 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: „ნატო“-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ასევე, კონკრეტულად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან. შარშან საქართველოში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება - ნატო მყარად  მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესს მხარს უჭერს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშთან დაკავშირებით გაანცხადა, სადაც  საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურადაა შეფასებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ძალიან აქტიურად არის ჩართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც  ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics