03:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-11 11:51:32, 2292 ნახვა

სამართალი
პოლიციამ იმერეთში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ზ. ფ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ფ. ქუთაისში, ერთ-ერთ აფთიაქს ყაჩაღურად თავს დაესხა და სალაროში არსებული თანხა გასტაცა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics