|
2018-11-09 18:37:46, 2835 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. მან მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ლეკიშვილთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. „ჩვენ უკვე 10 თვის მონაცემებით მოვემსახურეთ 512 ათას მგზავრს. საგულისხმოა, რომ აქედან 52% უცხოეთის მოქალაქე გახლავთ, ისინი ტურისტული მიზნებით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის, რომელიც სპეციალური სტანდარტით იანგარიშება, უკვე 110 მილიონს გადასცდა. ამიტომ დაგეგმილია ამ აეროპორტის გაფართოება, ცხადია, ახალი რეისებიც შესრულდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ამასთან, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახლებული, გაცილებით დიდი, თანამედროვე ტიპის, კომფორტული აეროპორტით ისარგებლონ.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)