19:49 - 08 Jul, 2026
|
2018-11-06 16:28:08, 1817 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგური: ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება
„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოეჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა. დეპუტატმა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაბურნებაზე, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. „ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ესაა ცალსახა. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის უცხოეთში მუშაობს და არ ვიცი, რა ვითარებაშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური აქტიურობის თემა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)