|
2018-11-02 15:11:35, 1167 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაზე: არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან - რეაგირება დაიწყო გაცილებით ადრე
„სანამ განაჩენი არ დადგება არავინ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე. მე შემიძლია მხოლოდ მივცე მოქალაქეობრივი შეფასება, როდესაც დგება ასეთი კითხვის ნიშნები, რეაქციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიიფინგზე განაცხადა. პრემიერი ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაციას, რომ ამ ფაქტს არჩევნებთან აქვს კავშირი, დეზინფორმაცია უწოდა. „პირველ რიგში, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბუნებრივია, სანამ გამოძიება დამთავრდება, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას მივცე სამართლებრივი შეფასება მოვლენას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც ცდილობენ რომ გამოიყენონ. გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ განცხადება, გაცილებით ადრე გააკეთეს. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან?! - არავითარი. ეს არის სწორედ სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს. თუ ადამიანზე გაჩნდა ეჭვები, არსებობს შესაბამისი სამხილები უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც შეიძლება მალე და შედეგიც უნდა დადგეს მალე. მკვეთრად და ტრანსრამენტულად, ისევე როგორც საზოგადოება გამოგებს ამას. მაგრამ ამის დაკავშირება არჩევნებთან, ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული, მაშინ ეს ყველაფერი მოხდებოდა არჩევნების შემდგომ ან არჩევნებამდე. ეს არის ყოველდღიური პროცესი. შესაბამისად, როდესაც დაემთხვევა გამოძიების დაწყება რაღაც თარიღს, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი. მთავარია, რომ ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება. დეზინფორმაციის დაკავშირება ამასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ფართო მასშტაბის დეზინფორმაციას აწვდიან ჩვენს საზოგადოებას. რაც შეეხება მის შტაბში მუშაობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ სამართლებრივ სახელმწიფოდ, შესაბამისად, სანამ განაჩენი არ დადგება არავინ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, ვისაუბროთ კონკრეტულ სამართლებრივ შეფასებაზე. მე შემიძლია მხოლოდ მივცე მოქალაქეობრივი შეფასება, როდესაც დგება ასეთი კითხვის ნიშნები, რეაქციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი, ეს რეაქცია გაკეთდა და მანამდე სანამ ჩვენ საარჩევნო პერიოდს შევუდგებოდით. სწორედ ეს არის დეზონფორმციის ერთ-ერთი მექნანიზმი, რომ საკითხის დაკავშირება ხდება არჩევნებთან, რეაგირება დაიწყო გაცილებით ადრე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დააკავეს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)